საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურაბიშვილი სვამს კითხვას, რატომ ვლინდება, მისი შეფასებით, ეკლესიური „ერთსულოვნება“ მხოლოდ რუსეთის მიმართ და აცხადებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ სოლიდარობა და თანადგომაც აუცილებელია. მისი თქმით, კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია.
“ერთი რამ არ მესმის, ჩვენ ერთსულოვნებას მხოლოდ რუსეთთან წარმოგვიდგენია?
თუ როგორ არის ეს: ნუთუ უკრაინა არ არის ჩვენთვის ერთსულოვანი მართმადიდებელი ეკლესია? და თუ არის, მაშ როგორ გვესმის ღვთის კანონი? ნუთუ არ უნდა გამოვუჩინოთ უკრაინის ეკლესიას თანადგომა, სოლიდარობა, თანაგრძნობა როცა იბომბება კიევის ლავრა? ნუთუ უნდა სდუმდეს ჩვენი საპატრიარქო?
ნუთუ ესაა ჩვენი 1700 წლიანი ქრისტიანობა? ერთსულოვნება? ან თუნდაც ადამიანობა?, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
