Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოსამართლემაც თქვა თავის დროზე, როგორც გესიამოვნება, ისე მოიქეცი, როცა გინდა გამოცხადდი, როცა გინდა, არაო” – რას ამბობს ია დარახველიძის ადვოკატი

June 19, 2026
“მოსამართლემაც თქვა თავის დროზე,  როგორც გესიამოვნება, ისე მოიქეცი, როცა გინდა გამოცხადდი, როცა გინდა, არაო” – რას ამბობს ია დარახველიძის ადვოკატი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, მისთვის დარახველიძის ადგილსამყოფელი უცნობია.

როგორც ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან” საუბარში განმარტავს, მისთვის უცნობია ისიც, დარახველიძე საქართველოში იმყოფება თუ არა.

„არ ვიცი, სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია. მისი უფლება იყო, როგორც ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა და მოსამართლემაც თქვა თავის დროზე, როგორც გესიამოვნება, ისე მოიქეცი, როცა გინდა გამოცხადდი, როცა გინდა, არაო. იყო სხდომები, როცა ცხადდებოდა, იყო სხდომები, როცა არ ცხადდებოდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, კომუნიკაცია არ მქონია”,- განაცხადა აჭარაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ იყო დანარჩენი 6 მსჯავრდებულის სასჯელის ზომისგან მხოლოდ დარახველიძის განსხვავებული და რატომ მიესაჯა მას 3 წელი, ადვოკატი პასუხობს, რომ სავარაუდოდ, სასამართლოს შეეშალა.

„მარტივად რომ ვთქვა, სასამართლოს შეცდომა მგონია. კანონში წერია სასჯელი 4-დან 6-წლამდე, სამწუხაროდ, მოსამართლეს არ აქვს ის უფლებამოსილება, რომ კანონში ჩაწერილი სასჯელი შეცვალოს, აქედან გამომდინარე, შეშლა ადამიანური ფაქტორია, ფაქტია, რომ 3 წელი გამოაცხადა მოსამართლემ”,- განაცხადა აჭარაძემ.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, შვიდივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “7 პატრიოტს მიუსაჯა რეჟიმმა 5-წლიანი ციხე…” – რას ამბობს ზურაბ ჯაფარიძე
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • “ჩამოყალიბდით” – ირაკლი კირცხალია ბრიუსელს მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge