მკვლელობა ქართული პასპორტით და ახალი დეტალები პოლონეთში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელის დასაკავებლად ოპერაცია პიატოვის ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში ჩატარდა და დაკავებულის მიერ გამოყენებული ქართული პასპორტი, სავარაუდოდ, ყალბია.
ირკვევა, რომ ეჭვმიტანილს მუშათა საერთო საცხოვრებელში მიაგნეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ოპერაციის დროს გასროლის ხმაც ისმოდა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებით.
ქართული პასპორტის მფლობელ მამაკაცს ჩეჩნური წარმომავლობა აქვს. მან სემიონ სკრეპეცკის ტროტუარზე ესროლა, ჯერ ორჯერ, შემდეგ კი კიდევ ხუთჯერ. ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვლილს თავში, გულმკერდსა და ზურგში სულ შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი.
პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლიასკაში, 44 წლის რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი 15 ივნისს დილის საათებში, ავტოსადგომზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლეს.
