Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მეორე ხარისხის განგრენა მაქვს, ციხეში ჩემი დატოვება არ შეიძლება, მაგრამ ვერ ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია” – 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კახაბერ მჟავანაძე

June 19, 2026
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

მეორე ხარისხის განგრენა მაქვს, მიჭირს მოძრაობა, ციხეში ჩემი დატოვება არ შეიძლება, 58 წლის კაცი ვარ, პატარა ბავშვი არ ვარ, მაგრამ ვერ ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა კახაბერ მჟავანაძემ განაცხადა.

მჟავანაძემ სასამართლოში საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.

„სათქმელი ბევრია, ვფიცავ, რომ ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს, სხვას. მყავს მეუღლე და ორი შვილი…. ჯანმრთელობის პრობლემები მეც მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი იმ ტყუილს, რაც ათქმევინეთ, ადამიანებს სულში ჩააფურთხეთ.

მეორე ხარისხის განგრენა მაქვს, მიჭირს მოძრაობა, ციხეში ჩემი დატოვება არ შეიძლება, 58 წლის კაცი ვარ, პატარა ბავშვი არ ვარ. თქვენი მისჯის შემდეგ, არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი იმას, რაც არ ყოფილა.

ღობე ჩემგან ნახევარ მეტრში წაქცეული იყო, ნაბიჯიც არ შემიდგამს შიგნით, როგორ შეიძლება მითხრათ, იერიშით იღებდითო და აღიარეთო, მე ამას ვერ ვაღიარებ. კი ბატონო, დაწერეთ, 5 წელი, 6 წელი. თქვენს ოჯახში, მოსამართლევ, პროკურორო, მოვალ და ვეტყვი, მოვიქეცი ასე და თქვენმა ოჯახის წევრმა ამდენი მომისაჯა და ციხეში ვიჯექი-მეთქი”,- განაცხადა მჟავანაძემ.

აღნიშნულ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 8 ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

რაც შეეხებათ, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას, მათ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ.

რაც შეეხებათ, ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას მათ საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა
  • საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთსა და რუსეთში იყიდება
  • “მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახაბერ მჟავანაძის შვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge