Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბოლო 3 კვირაში დაფიქსირდა კორონავირუსიც…” – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

June 19, 2026
ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვლიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ცირკულირებს ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და 65 წელს ზემოთ პირებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო

საქართველოში ახლა სჭარბობს არამძიმე, გაურთულებელი შემთხვევების გამომწვევი ვირუსები – ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და ადენოვირუსი. ეს ვირუსები უფრო მეტად გაციებას და გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევს,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ძირითადი სიმპტომებია: ხველა და ცემინება, ცხელება, მაღალი ტემპერატურა, სურდო და ყელის ტკივილი, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, მძიმე ფორმებისას კუნთების ტკივილი და ზოგადი სისუსტე.

ამასთან, განმარტავს, რომ საქართველოში ბოლო 3 კვირის განმავლობაში ასევე ფიქსირდება კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.

„თუ შევაჯამებთ ახლა რა ხდება საქართველოში, საქართველოში ახლა სჭარბობს არამძიმე, გაურთულებელი შემთხვევების გამომწვევი ვირუსები – ადამიანის მეტაპნევმოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ასევე ადენოვირუსი. ეს ვირუსები უფრო მეტად გაციებას და გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლში, სადაც მიმართვა განპირობებული იყო არამძიმე ფილტვების ანთებით, ფიქსირდებოდა „ბ“ ტიპის გრიპის შემთხვევები. სტაციონარებში მძიმე მწვავე რესპირაციული ვირუსის უკან ფიქსირდება არა გრიპის, არამედ კორონავირუსის შემთხვევები. არ არის მომართვა გაზრდილი, ან მომატებული. მომართვა თანდათან შემცირებისკენ მიდის. მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისი-აგვისტოს პერიოდში მომართვა კიდევ უფრო შემცირდება.

რაც შეეხება კორონავირუსს, წინა პერიოდისგან განსხვავებით, საქართველოში ბოლო 3 კვირის განმავლობაში ფიქსირდება ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.

როგორც უკვე აღვნიშნე, სტაციონარებში დაავადების უფრო მძიმე მიმდინარებისას კორონავირუსი დაფიქსირდა. ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ მიუთითებს, რომ კორონავირუსის არსებობს“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ ელენე ხოშტარიას შესაბამისი მკურნალობა არ დაენიშნა, შესაძლოა, ციხიდან ეტლით გამოვიდეს” – თინა ბოკუჩავა
  • თბილისის შემოვლითი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
  • “თავისუფლება ელენე ხოშტარიას” – რუსთავის ციხესთან ქალი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge