ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ გაიტაცა და ოთხივე მათგანი ზღვიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ფაქტის თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, გარდაცვლილია 21 წლის ბიჭი.
„21 წლის იყო საცოდავი… ზღვიდან რომ ამოიყვანეს, ბევრი იბრძოლეს მაშველებმა, სანამ სასწრაფო მოვიდოდა მასაჟები არ გაუჩერებიათ, შემდეგ სასწრაფომ გააგრძელა, მაგრამ უშედეგოდ“, – წერს თვითმხილველი.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
