Thursday, June 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ვაჟა გოგოტიშვილია, რომელიც 2022 წლიდან 23 წლის ბიჭის მკვლელობაშია ბრალდებული

June 18, 2026
გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ვაჟა გოგოტიშვილია, რომელიც 2022 წლიდან 23 წლის ბიჭის მკვლელობაშია ბრალდებული

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ვაჟა გოგოტიშვილია, ის 2022 წლიდან 23 წლის ბიჭის მკვლელობაშია ბრალდებული. ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.

დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი- ვ.გ და ლ.ს.დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები გურიის რეგიონში, მდინარე სუფსიდან, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ახდენდნენ. ჯამში უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა. ამასთანავე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

TV პირველის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ლევან სკამკოჩაიშვილი – მეტსახელად “ბუზია” და ვაჟა გოგოტიშვილი. ვაჟა გოგოტიშვილი 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულია – საქმე ეხება 2022 წელს ოზურგეთში მომხდარ დანაშაულს. გოგოტიშვილი მომხდარიდან 9 თვეში გაათავისუფლეს, მიზეზი ნაფიცი მსაჯულების ვერშეკრება გახდა.

ტელევიზიის ინფორმაციით, იმ პერიოდის განმავლობაში ვაჟა გოგოტიშვილის ცოლი ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი იყო. მოკლული ახალგაზრდის დედა კი ამბობდა, რომ გოგოტიშვილს ქართული ოცნება მფარველობდა. შვილმკვდარმა ქალმა მაშინ ფოტო-მასალაც გაავრცელა, სადაც ჩანდა, როგორც ეხმარებოდა გოგოტიშვილის ოჯახი საარჩევნოდ “ოცნებას”. TV პირველის ინფორმაციით, გოგოტიშვილი მისი დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. სუფრაზე კი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე და ოზურგეთის მერიც იმყოფებოდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ გაჩერდეთ, იბრძოლეთ!” – გიგა ავალიანის დედა ლუკა ჩხიკვიშვილის დედას მიმართავს
  • მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს
  • სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge