“ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება” – ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს ავრცელებს.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს გამო ღირსეული ადვოკატი, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ადამიანი შოთა თუთბერიძე, მორიგ ჯერზე, სრულიად უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი.
რა თქმა უნდა, ახალი არ არის ამ რეჟიმის პირობებში, როდესაც სიმართლის მთქმელ ადამიანს თავს ესხმიან, მაგრამ მაინც გასაოცარია, თუ რა ადვილად იტყუება ადამიანი, როდესაც თავის დაძვრენას ცდილობს. საცოდავი საყურებელია.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე , რომელიც შოთამ ბრიფინგზე თქვა. რეჟიმთან რაიმე დისკუსიაში შესვლის კი, არანაირი სურვილი არ მაქვს.
და ბოლოს, მეგობრებო, როგორც გუშინ შეგატყობინეთ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება. როგორც კი მკრუნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ.
რუსთავის ქალთა ციხე 18/06/2026” – წერს ელენე ხოშტარია.
