გასულ ღამეს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მოსკოვის გამზირზე მდებარე “2 ნაბიჯის” ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. ტვ პირველის ინფორმაციით, წაღებულია შოკოლადები, სიგარეტი და სასმელი. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციამ მაღაზიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
