ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ჰქონდა სატვირთო მანქანები და ვისაც შეუთანხმდებოდა, მიაქირავებდა, საიდან მოჰქონდათ ჯართი, მის კომპეტენციაში არ შედიოდა – სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებული ერთ-ერთი პირის, ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ანზორ ჯამალაშვილი ირწმუნება, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.
“ინტერესით ველოდებით მასალების გადმოცემას, რადგან როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, მას გააჩნდა სატვირთო მანქანები, ვისაც დაურეკავდა და შეუთანხმდებოდა, მას მიაქირავებდა. საიდან მოჰქონდათ ჯართი თუ ლითონები და როგორ აბარებდნენ, ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა. აქედან გამომდინარე, არც კავშირი ჰქონდა რკინიგზის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ველოდებით ბრალის მასალებს, იქ გამოჩნდება რა დოკუმენტებია ან ჩვენებები. ალბათ, ძალიან მალე გვექნება. როგორც მეუბნებიან, 40 ტომია. წლებია ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს“ – განაცხადა ადვოკატმა.
