Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საკონსტიტუციო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პარტია აიკრძალება, რომელი – არა”- რას ამბობს ირაკლი ჭეიშვილი

October 20, 2026
“საკონსტიტუციო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პარტია აიკრძალება, რომელი – არა”- რას ამბობს ირაკლი ჭეიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პარტია აიკრძალება, რომელი – არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილის განცხადებით, სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ ამ პარტიებიდან რომელიმე არ აიკრძალება.

ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ რადიკალ, ექსტრემისტ პარტიებს ავკრძალავდით და მათ საქმიანობას შევუჩერებდით. ყოველ შემთხვევაში, ამ მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. ჩვენი მიზანი გაცხადებულია, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, აიკრძალება თუ არა ეს პარტიები. ეს მათი პრეროგატივა და დისკრეციაა. საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და არაფერი არ არის გამორიცხული. თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პარტია აიკრძალება, რომელი – არა. სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ ამ პარტიებიდან რომელიმე არ აიკრძალება. ვითხოვთ, აიკრძალონ აღნიშნული პარტიები და ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოლოდინია, რომ აიკრძალებიან. დაველოდებით, სასამართლო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებს, ეს ერთგვარი ზეწოლაა. სასამართლო სხდომა ხვალ არის ჩანიშნული და როცა წინა დღით ასეთი ორგანიზაცია მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ზუსტად ზეწოლა და ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასმა“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვა 21 ოქტომბრიდან იწყება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უკვე მიღებულია პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება” – იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციოდან წასვლას აფასებენ
  • “საკონსტიტუციო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პარტია აიკრძალება, რომელი – არა”- რას ამბობს ირაკლი ჭეიშვილი
  • პოლიტიკური პარტიების აკრძალვა – ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge