„ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელიც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, როდესაც მან თქვა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.
„მსგავსი რეალობა სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენამ და ევროპელი ბიუროკრატების ქმედებებმა განაპირობა და კარგად უნდა ვიაზრებდეთ, რომ დღევანდელი ევროკავშირისკენ სწრაფვა, მონური მორჩილების სანაცვლოდ ორგანიზაციაში მიღება, შემდეგ მათი წესების დაცვის მოტივით ტრადიციულ ქართულ ღირებულებებზე უარის თქმის იძულება, ჩვენს ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის დაშვება და „ლგბტ“ დღის წესრიგის თავზე მოხვევა, საქართველოს ისეთივე მდგომარეობას უქადის, როგორიც ევროპის კონტინენტზე უკვე ნორმად იქცა- წერია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაში, რომელიც ევროკავშირში ამოქმედებულ მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტს ეხება.”- წერია განცხადებაში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდდებს დროულად თქვას უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებს სთავაზობს,
„ამ ფონზე „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობისთვის ჯიუტად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ჩვენი ეროვნული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, მის სათავეში არსებული ბიუროკრატები მალე შეიცვლებიან, ევროპა ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებებს დაუბრუნდება, ჩვენგან უპირობო მორჩილებას აღარ მოითხოვენ, რაც ურთიერთობების გაუმჯობესებას, მხარეების პოზიციების კვლავ დაახლოებას და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას განაპირობებს. მათი მტკიცების საწინააღმდეგოდ ყველაზე უკეთ ის ფაქტები მეტყველებს, რომლებსაც ევროპის კონტინენტზე ვაწყდებით. სწორედ ამიტომ, მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული – გსურთ საქართველო „დიფ სთეითის“ უსიტყვო მორჩილების პირობებში, სუვერენიტეტის გარეშე ისევე აგრძელებდეს არსებობას, როგორც მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები?! ისეთ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება, რომელიც ორგანიზაციის წევრობის სანაცვლოდ ვალდებულებებს იზიარებს და უფლებებს თმობს?! გსურთ მომავალში ქართველი პოლიციელი საქართველოს შვილს დროშის ფრიალს უკრძალავდეს?! თუკი ეს თქვენთვისაც მიუღებელია, მაშინ დროულად განაცხადეთ უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე, გაუმხილეთ ქართულ საზოგადოებას სიმართლე, დაიცავით ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი შვილების მომავალი!
თუკი უარს ამბობთ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმაზე, მაშინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის წინაშე გთავაზობთ დებატებს, რომლის შედეგადაც ჩვენი საზოგადოება თავად აწონ-დაწონის ჩვენ მიერ წარმოდგენილარგუმენტებს, შეაფასებს ფაქტებს და დასკვნებსაც გამოიტანს! ამავდროულად მივმართავთ ტელეკომპანია „იმედს“, თუკი ხელისუფლება თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული დებატების გამართვა და დაინტერესებული მხარეების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კონსტრუქციულ ოპონენტთან არგუმენტებით ვიკამათოთ და ქართველ ხალხს ევროკავშირის შესახებ ერთადერთი სიმართლე ვუჩვენოთ.”- ვკითხულობთ განცხადებაში.
