ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. Marca წერს, რომ სოციალურ მედიაში ტრავმებისა და შესაძლო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს.
როგორც ცნობილია, ილია თოფურიას სახეზე ტრავმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ ფიქსირდება.
აშშ-ში, თეთრი სახლის წინ გამართულ ბრძოლაში გუშინ თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და მეოთხე რაუნდის შემდეგ გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. მოგვიანებით ილია თოფურიამ მიმართვა გაავრცელა, სადაც მან ჯასტინს გამარჯვება მიულოცა და დაწერა: “დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან…დავბრუნდები უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით უფრო საშიში. ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ რევანში გვექნება”.
გამოცემა „ევროსპორტის“ ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ცნობით, ილია თოფურიამ ვაშინგტონის საავადმყოფო დატოვა.
ასევე, გამოცემა წერს, რომ ილია თოფურიას მარჯვენა თვალი მარცხენა თვალზე მეტად აქვს დაზიანებული.
