Wednesday, June 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

June 17, 2026
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს თბილისში, წარსულში არსებული წყენის გამო, სამმა პირმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ძალადობით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება დაზარალებულს. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის დროს იგი სკამზე დააბეს და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.

ბრალდებულების შეტყობინების შედეგად შემთხვევის ადგილზე კიდევ სამი პირი მივიდა, რა დროსაც წარმოიშვა კონფლიქტი და ერთ-ერთმა ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მყოფ ერთ პირს დაზიანება მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

ერთ-ერთი პირი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 ივნისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა), ხოლო მეორეს 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რამდენდ იყიდით დოლარს და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი
  • “+33 გრადუსამდე მოიმატებს”- როგორი ამინდი იქნება მომდევნო კვირაში
  • 17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge