Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, სამყარო ამოტრიალდა” – ვის ემუქრება მოკვლით ნინუცა მაყაშვილი

June 30, 2022
“რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, სამყარო ამოტრიალდა” – ვის ემუქრება მოკვლით ნინუცა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი, ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულია. მსახიობი ჟურნალ “თბილისელებთან” საყვარელი მამაკაცისა და ზაფხულში დასვენების შესახებ საუბრობს.

“რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სამყარო ამოტრიალდა. რვა თვეა, ერთად ვართ და ეს ადამიანი, მართლა ენერგეტიკულად ჩემია. ამ ადამიანის გამოჩენამდე ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონდა. მით უმეტეს, სერიოზულის. მაგრამ ედუს შემთხვევაში იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. ორი იდეალური ნაწილი რომ შეხვდება ერთმანეთს და იდეალურად ეწყობა, ზუსტად ეს შემთხვევაა. გაგვიმართლა ორივეს. ამ ადამიანის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ. მეტს ვერაფერს გეტყვით, პირადი არის პირადი.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია და არ მინდა მათი უაზრო კომენტარების კითხვა. ამიტომ, მაქსიმალურად ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. ერთს ვიტყვი: ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. ამიტომ, რასაც ვთვლი საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, იმას ვიტყვი, მეტს ვერაფერს. სხვათა შორის, ესეც ისეთივე ბოდიალაა, როგორიც მე, ასე რომ, ამ ზაფხულს ოჯახთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად გავატარებ. ზოგადად, დახურული მაქვს პირად თემებზე საუბარი. მე ჩემი პირადი სივრცე მაქვს, ედუს – თავისი, თუმცა ორივეს ერთნაირი ინტერესები გვამოძრავებს, მაგალითად, მოგზაურობა, სხვადასხვა ადგილების დათვალიერება, ბოდიალი… თუ მას გადაღებები არ აქვს და შესაბამისად, მეც მცალია, დავადებთ თავს და ვმოგზაურობთ. მინდა, ეს ზაფხული აქტიურად გავატარო ოჯახის წევრებთან ერთად და ჯერ არც ის დამიგეგმებს, სად დავისვენებ” – ამბობს ნინუცა მაყაშვილი

კითხვაზე, ზღვა გირჩევნია თუ მთა, მსახიობი შემდეგ პასუხს სცემს:

“ზღვასაც და მთასაც თავისი ხიბლი აქვს. თუმცა, ზოდიაქოთი წლით „დრაკონი“ ვარ, ამიტომ მიყვარს სულ გადაადგილებები და ექსტრემები. თვით კი „თევზები“ ვარ და წყალი და ცურვა ჩემი სტიქიაა. საჯომარდოდაც ხშირად დავდიოდი. რასაკვირველია, იყო გაუთვალისწინებელი მოვლენებიც, მაგრამ იმდენად მსიამოვნებს და მიყვარს ექსტრემი, არ მაქვს შიში, რომ რამე მომივა. რუჯზეც ვგიჟდები და მინდა, მოვკლა ყველა, ვისაც არ უყვარს ზაფხულის პერიოდი (იცინის). ყველას მოკვლით ვემუქრები, ვისაც მზე, სიცხე და ზაფხული არ უყვარს (იცინის). ასე რომ, მთელი წელი ველოდები როდის მოვა ზაფხული. აგვისტოს თვეში მაქვს შვებულება და მინდა, ეს ზაფხულიც ისე გავატარო, აქტიურ დასვენებასთან ერთად, ბევრი კარგი მოგონება და შთაბეჭდილება დამრჩეს.” – აცხადებს მაყაშვილი

Tags: ნინუცა მაყაშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა”- სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • “კანონში ცვლილებები წარმოადგენს ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითს”- საია
  • “უნდა შეივსოს მგზავრთა სია”- ახალი რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge