Monday, June 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

დავით მიქაძეს 10 წლით, ჩუბინიძეს 9 წლით, მაისურაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

June 15, 2026
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად დავით მიქაძეს 10 წლით, დავით ჩუბინიძეს 9 წლით, ხოლო ლაშა მაისურაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს დავით ჩუბინიძემ, დავით მიქაძესთან შეთანხმებით, აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის იარაღების თითქოსდა დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის ფაქტის შესახებ.

მიქაძემ და ჩუბინიძემ ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღი გაასაღეს დავით ღოღელიანზე, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს.

ლაშა მაისურაძე კი, ძებნილ მიქაძესთან შეთანხმებით, შეხვდა ადვოკატს და უთხრა რომ ტელეფონით გასაუბრებოდა მიქაძეს, რომელიც საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის დასაწყისში, დავით ჩუბინიძემ, დავით მიქაძესთან შეთანხმებით აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა იარაღების თითქოსდა დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის ფაქტის შესახებ.

იარაღების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე დაზარალებულ ვახტანგ კობიაშვილს შეხვდნენ და დაუსვეს კითხვები სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესახებ, რა დროსაც კიდევ ერთხელ დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით იმ შემთხვევაში თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა.

დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK – 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, დავით ღოღელიანზე გაასაღეს, რომელიც ამოღებულია მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად. დავით ღოღელიანი სამართალდამცველებმა დააკავეს.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ლაშა მაისურაძე, ძებნილ დავით მიქაძესთან წინასწარი შეთანხმებით, შეხვდა ადვოკატს, მიაწოდა მობილური ტელეფონი და უთხრა გასაუბრებოდა დავით მიქაძეს, რომელიც საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

დავით ჩუბინიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად) და 237-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ლაშა მაისურაძეს ბრალდება 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ( ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად), დავით მიქაძეს ბრალდება 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად), 237-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რომ ვიკითხე რა ხდება, ბავშვმა მითხრა დამცხა და დავჯექი…” – გადაცემის სეგმენტ-პროდიუსერი საზმაუს ეთერში მომხდარზე
  • “სიტყვების მონიტორინგის” სამმართველოს პირველი პროცესი – შოთა თუთბერიძეს შსს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავება
  • კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურია მოკრივე ტერენს კროუფორდის კრიტიკისგან დაიცვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge