მთავრობის ადმინისტრაციასთან „სფერო ჰოლდინგის“ მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები ხელისუფლებისგან ჩარევას და დაკარგული თანხების დაბრუნების პროცესის დაჩქარებას ითხოვენ.
მოქალაქეების განცხადებით, თაღლითური ფინანსური სქემების შედეგად ბინების შესაძენად გადახდილი თანხები დაკარგეს. მათი თქმით, დაზარალებულთა რაოდენობა 600-მდე ოჯახს აღწევს.
“სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელს, გივი წულეიშვილს, თაღლითს, გიორგი მურუსიძეს და სოფო პეტრიაშვილს ბრალად ედებათ უკანონო საქმიანობის განხორციელება 2022 წლიდან 2025 წლამდე. ამიტომ, ჩვენ დღეს სახელმწიფოსგან ვითხოვთ, მთელი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო უყურებდა ამ უკანონობას და სანამ 2025 წელს ეს პირამიდა არ დაინგრა, მანამდე არცერთი დამნაშავე არ იქნა დაკავებული, მათ შორის, დირექტორმა გიორგი მურუსიძემ მოახერხა ქვეყნიდან გაქცევა. ვითხოვთ სასწრაფოდ სახელმწიფოს ყველა საგამოძიებო სტრუქტურიდან, სასწრაფოდ იქნას ექსტრადირებული გიორგი მურუსიძე” – ამბობს მოქალაქე.
“წვიმაში, ღია ცის ქვეშ ვართ დარჩენილები. მოდვივართ უყურადღებოდ, მივდივართ უყურადღებოდ. ყოველ კვირა იმართება სასამართლოები, იკითხება ერთი-ორი ადამიანი და უშედეგოდ ყველაფერი. 570 ოჯახი ვითხოვთ დახმარებას და თანადგომას” – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
საქმეზე კომპანიის წარმომადგენლებს ბრალი უკვე წარდგენილი აქვთ და სასამართლო განხილვებიც მიმდინარეობს. თუმცა, პროკურატურის განმარტებით, ვიდრე საქმეზე საბოლოო განაჩენი არ დადგება, ბრალდებულების ანგარიშებზე დადებული ყადაღა ვერ მოიხსნება და დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებაც ვერ მოხერხდება.
