Friday, June 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ბრიუსელის მხრიდან დიდი თხოვნა იყო, რომ ინფორმაცია მედიაში არ გატანილიყო, მაგრამ ბრიუსელმა გაჟონა” – ლევან მახაშვილი

June 12, 2026
“ბრიუსელის მხრიდან დიდი თხოვნა იყო, რომ ინფორმაცია მედიაში არ გატანილიყო, მაგრამ ბრიუსელმა გაჟონა” – ლევან მახაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი ბრიუსელს ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებს – მისი თქმით, გუშინ ევროკავშირ-საქართველოს დიალოგის შემდეგ, “ბრიუსელის მხრიდან ძალიან დიდი თხოვნა იყო, რომ ინფორმაცია მედიაში არ ყოფილიყო გატანილი, მაგრამ შეხვედრა დასრულებული არ იყო და ბრიუსელმა გაჟონა”.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მახაშვილის შეფასებით, „შეხვედრამ ჩაიარა ისე, როგორც შეიძლებოდა პირველ შეხვედრას ჩაევლო მრავალთვიანი ურთიერთობების არქონის ფონზე”.

“ძალიან დიდი თხოვნა იყო ბრიუსელის მხრიდან, რომ ინფორმაცია არ ყოფილიყო გატანილი მედიაში, მაგრამ შეხვედრა დასრულებული არ იყო და ბრიუსელმა გაჟონა, როგორც ყოველთვის ჟონავდა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის სირცხვილი, თუნდაც ბრიუსელის მხრიდან, რომელიც შეხვედრაზე გეხვეწება რომ ინფორმაცია გარეთ არ გაიტანო და შენ მეოთხე სართულიდან დაბლა არ ხარ ჩამოსული და მედიაში ინფორმაცია ჟონავს. მეორე მხრივ, იმასაც ვხედავთ რას წარმოადგენს „რადიო თავისუფლება”. პირდაპირ პროპაგანდის რუპორად იქცა ამ ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქციონ შიდა დაპირისპირების თუ ხმაურის საგნად და საკუთარ ხელისუფლებასთან დაპირისპირების საგნად. რა თქმა უნდა, ამ თემით მანიპულირებას ცდილობენ. შეხვედრამ ჩაიარა ისე, როგორც შეიძლებოდა პირველ შეხვედრას ჩაევლო მრავალთვიანი ურთიერთობების არქონის ფონზე. პოზიციები გაიცვალა და ვნახოთ, შემდგომი შეხვედრები აჩვენებს. რამდენად გულწრფელად და კონსტრუქციულად არის ბრიუსელი მოწადინებული ურთიერთობაში, თუ ისევ პოლიტიკური არგუმენტები უნდა ისროლოს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა და ქართულმა მხარემ სამართლებრივად, დეტალურად გაიარა თითოეული კანონი, რაც მათ აინტერესებდათ“, – განაცხადა მახაშვილმა.

11 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ “რადიო თავისუფლების” ევროპის საკითხებს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი „საკმაოდ უშედეგო“ აღმოჩნდა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

წყაროს თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “2025 წელს საქართველოში 6500-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ეს საგანგაშოა” – თაზო დათუნაშვილი
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო კიდევ ერთ პირს გაუფორმდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge