Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიშა გვკიდია, თავი დაგვანებოს, უჩემოდ არაფერი გამოვაო, უფრო სწრაფად გამოგვივა, მიშა, ამდენი ხანიც გამოგვივიდოდა, შენ რომ მაოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

June 10, 2026
“სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება იყო თვითგანდიდების ტექსტი, შეთანხმების დარღვევას თუ გააგრძელებს, თვითონ ვეღარ იარსებებს ალიანსში” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, „ოპოზიციური ალიანსის“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არის და ჩვეულებრივად გრძელდება მუშაობა.

მისივე თქმით, „ოპოზიციური ალიანსის“ სტრატეგიას და წესებს ვინც არ იზიარებს, ის ავტომატურად არის გარეთ.

თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ორი თვეა, არცერთ შეხვედრას არ დასწრებია, არღვევს წესებს და ბუნებრივია, ალიანსს მიღმაა.

„რაც შეეხება ალიანსს, საერთოდ არანაირი დაპირისპირება ალიანსში არ არსებობს. გუშინ ჰქონდათ ბრიფინგი, კიდევ ამზადებენ პარასკევისთვის ახალ ბრიფინგს და ვმუშაობთ ჩვეულებრივად, ოღონდ, იქ „ნაცები“ არ არიან. ანი წითლიძე და მისი ბელადი დადიან იმ სიმართლით, რომ „ნაცები“ ჩვეულებრივად არიან ალიანსში და აგრძელებენ მუშაობას. ბოლო ორი თვეა, „ნაცები“ არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილან, ერთადერთი, სადაც მოვიდნენ, 26-ში აქციას რომ ვამზადებდით, იქ სიტყვით გამოსვლას იხვეწებოდნენ. თან როარ გავაგდეთ, ეგ საცოდავები, რადგან ეგენიც გვეცოდებიან. თვითონ „ნაცებშიც“ რა ხდება იცით, მიშას მიღმა? უკვე ვერ ხვდებიან, მიშა რას აკეთებს. თვითონაც აღარ შეუძლიათ უკვე, უბრალოდ, იძულებული არიან, მანტრასავით ეს სისულელეები ილაპარაკონ, რასაც ლაპარაკობენ. თვითონაც აღარ აქვთ უკვე მაგ კაცის ატანა. ალიანსში დაპირისპირება ვერ მოხდება, წესები კრძალავს ალიანსის წევრებს შორის დაპირისპირებას. სისტემატურად და რეგულარულად ვინც არღვევს წესებს, არ ჩერდება, ბუნებრივია, ალიანსს მიღმაა. მე რომ ვიძახი, რომ „ნაცები“ ალიანსში არ არიან, შეთანხმებული მაქვს ყველასთან, რომ ასე ვიტყვი, რადგან რეალობა ესაა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქლაივში.

ჩერგოლეიშვილის თქმით, არ აინტერესებს, რას ამბობს მასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი.

„მიშამ შენზე ეს თქვა, რას ეტყოდი? მიშამ შენზე ის თქვა, რას უპასუხებდი? საერთოდ არაფერი არ მინდა, ვუპასუხო მიშას. გვკიდია მიშა. იმდენი ქნა, ისე მოიქცა, ერთადერთი, რაც გვინდა, არის, რომ თავი დაგვანებოს. მეტი არაფერი არ გვინდა საერთოდ, უბრალოდ თავი გაგვანებოს. მიხედოს თავის პარტიას.

ნაცვლად იმისა, იმაზე მელაპარაკონ, რასაც ვაკეთებ, რასაც ვმუშაობ, რაც ხალხს აინტერესებს, მიშამ შენზე ის თქვაო და ვიღაცა არარაობებზე, ანი წითლიძე და რა შუაში არიან საერთოდ. ლუზერები თქვა, რავი, თავის პარტიას ელაპარაკება ალბათ, აბა, ჩემი პარტია მიშას პარტია არ არის. მიხედოს თავის პარტიას. ოდესმე თუ გადაწყვეტს, გონს მოეგოს, წესიერად მოიქცეს, რაზეც შეთანხმდა, იმ წესებს დაემორჩილოს, შეეგუოს, რომ ერთ-ერთია და არა ერთადერთი – ვინც წესებს და სტრატეგიას იზიარებს, ის შემოდის ალიანსში.

ალიანსში შემავალი პარტიები, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, „ფედერალისტები“, ამ ქვეყანაში რეჟიმს ვცვლით კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად. ვერანაირად ვერ დავარწმუნებთ საქართველოს გონიერ მოქალაქეებს, რომ კანონის უზენაესობისთვის ვიბრძვით, თუ ჩვენს შორის გვყავს ვიღაც ყეყეჩი, რომელიც თავს წესებზე, კანონზე მაღლა იცხადებს და შენ იმას თავის ადგილს ვერ უჩენ.

უჩემოდ არაფერი გამოვა – უფრო სწრაფად გამოგვივა, მიშა, გაცილებით სწრაფად და ამდენი ხანიც გამოგვივიდოდა, შენ რომ მაოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი, ან ყველაფერი, ან არაფერი პრინციპით არ გემოქმედა, მაშინ, როცა ვერ წაიღებ ყველაფერს და ეს არის რეალობა. ახლაც მახსენდება ეს შენი კივილი, მე თუ არ ვიქენი, ქვა ქვაზე ნუ დარჩება. ამ მავნებლობით თავი გაიუბედურა. მეხუთე ადგილზე გავიდა თბილისში. ყველაზე კარგად მაგან იცის, რას ნიშნავს მეხუთე ადგილზე გაჩანჩალება თბილისში, მაგიტომ ებღაუჭება „ახალს“. უნდა, ხალხს მოატყუოს, „ახლის“ ხმები მისი ხმებია და კი არ გაფარჩაკდა, უბრალოდ ვიღაცები უსინდისოდ მოექცნენ და ა.შ. გადავჯეგავთ მავნებლებს, ან გონს მოვლენ. რასაკვირველია, ალიანსის კარი ღია რჩება ყველასთვის, იქნება ეს სააკაშვილი, გახარია, თუ „ლელო“, რომლებიც გადაწყვეტენ წესების დაცვას.

ხაზარაძე რა სასოწარკვეთილია უბრალოდ, რომ ოპოზიციური მედია იმაზე აქტიურად აშუქებს ალიანსში რაღაცა არარსებულ დაპირისპირებას, ამ თემას, როგორ არ ვარგა ალიანსი…ხაზარაძე რომ ბანკროტია და გაქცეულია ქვეყნიდან, მოხეული რომ აქვს ჩვეულებრივად და იქ, უსაფრთხო გარემოში ელოდება, მაშინ, როცა ამდენი ადამიანი ციხეშია, რაღაცნაირად კონკურენტი რომ არ გაუჩნდეს. მანქანების კოლონაზე რომ ატყუებდა „ტვ პირველი“, ხომ გახსოვთ, უნდათ, იგივე უკეთონ ხაზარაძეს, ვითომ ხაზარაძეს ალტერნატივა არ ჰყავს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მინდა, ერთი წამით წარმოიდგინოთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, ჰერჩინსკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ მოეგოთ არჩევნები – მადლობა ღმერთს, ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
  • “ჩვენზე მდგრადი ძალა იშვიათია” – ირაკლი კობახიძე
  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge