Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პრემიერის ბრიფინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავინ დაბულინგდება თქვენი მხრიდან ისე, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანის შექება, შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა” – ნინო წილოსანი ჟურნალისტს

June 10, 2026
” მე არ ვიქნებოდი ისეთი სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული, როგორიც გერმანიის ელჩია ” – ნინო წილოსანი

ეს ბრიფინგიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავინ არ დაბულინგდება თქვენი მხრიდან ისე, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის როგორც შექება, ასევე შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის გუშინდელ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გზავნილები „ქართული ოცნების“ თითოეულმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად გაიგო და ეთანხმება.

„ჩვენი ამომრჩევლისთვის რისი თქმაც სურდა ირაკლი კობახიძეს, მე მგონი, თითოეულმა ჩვენმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად გაიგო და ეთანხმება. ხოლო ადამიანებისთვის, ვინც ვერ გაიგეთ და რაღაც ინტერპრეტაციებს ეძებთ, მარტივი ახსნა შემიძლია გითხრათ: ეს ბრიფინგიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავინ არ დაბულინგდება თქვენი მხრიდან ისე, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის როგორც შექება, ასევე შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა.

წლები იყო, როდესაც თქვენ ახერხებდით და ადამიანებს რაღაც კუთხით ასირცხვილებდით, რომ შეექოთ ბიძინა ივანიშვილი და ამის გამო რაღაცა სასწაულ, მედია აჟიოტაჟს იყენებდით, რომ თითქოს როგორ გაუბედეს და როგორ აღნიშნეს ბიძინა ივანიშვილის როლი და მნიშვნელობა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ამიტომ, ეს მე მგონია, რომ ძალიან კარგი ნიშანი იყო თქვენთვის”, – განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, ხომ არ ცდილობს მმართველი გუნდი ირაკლი კობახიძის ბრიფინგით ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას, წილოსანმა უპასუხა, რომ ივანიშვილს ლეგიტიმაცია ისედაც აქვს, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ის მონაწილეობს პოლიტიკის ძირითადი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში.

„ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია. მას აქვს პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსი, პარტიაში მიიღება პოლიტიკის ძირითადი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები, სადაც ასევე იცით, რომ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ არაფერი დამალული არ არის, რაც თქვენ გინდათ, რომ ახლა რაღაცა კონსპირაციად წარმოაჩინოთ“, – აღნიშნა წილოსანმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვოს, ნინო წილოსანმა უპასუხა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

„მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და არც სურვილი. აი, ასე პერიოდულად კარგი იქნება თქვენთვისაც შეხსენება, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც ზრუნავს თავის სამშობლოზე და ხალხზე მთელი თავისი ადამიანური თუ ფინანსური რესურსით. მას გადადებული აქვს თავი ამ ქვეყნისთვის და ძალიან კარგია, რომ პერიოდულად თქვენც გახსენებთ ამ ყველაფერს და, რა თქმა უნდა, ჩვენმა ამომრჩეველმა ეს ნამდვილად იცის”, – განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, დაეკისრება თუ არა ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა მთავრობის მიერ სამომავლოდ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, იქნება ეს წარმატებული თუ წარუმატებელი, ნინო წილოსანმა განმარტა, რომ ყველა გადაწყვეტილებას რანგების მიხედვით საკუთარი ავტორი და პასუხისმგებელი პირი ჰყავს.

„ყველა გადაწყვეტილებას რანგების მიხედვით ჰყავს თავისი ავტორი, პასუხისმგებელი პირი და, შესაბამისად, როგორც კარგი, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილებები ეკუთვნის თავის ავტორს და პატრონს. ამიტომ ნუ შეეცდებით, რომ ყველაფერი მიაწეროთ ერთ ადამიანს.

ამ ადამიანს უკავშირდება ქვეყნის სწორი გზით წაყვანა და იმ ურთულესი გამოწვევების დროს ამ ქვეყნის გადარჩენა, რომ ჩვენთან ახლა, როგორც თქვენ გქონდათ სურვილი, ბომბები არ ცვივა. ჩვენ არ ვართ იმ საომარი დღის წესრიგის მონაწილე, რომელიც გინდოდათ, რომ გაგეხადათ. ამიტომ ეს არის იმხელა მონაპოვარი, ისევე როგორც 2012 წლის გადაწყვეტილება და 2012 წლის გამარჯვება, რომ ამ კაცის როლი, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ხშირად და მომავალშიც არაერთხელ უნდა აღვნიშნოთ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მინდა, ერთი წამით წარმოიდგინოთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, ჰერჩინსკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ მოეგოთ არჩევნები – მადლობა ღმერთს, ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
  • “ჩვენზე მდგრადი ძალა იშვიათია” – ირაკლი კობახიძე
  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge