Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რაც მათი არჩევის კვორუმს ეხება

June 10, 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რაც მათი არჩევის კვორუმს ეხება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რაც მათი არჩევის კვორუმს ეხება – შალვა პაპუაშვილმა წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატის ასარჩევად 76 ხმის ნაცვლად, 50 ხმა იქნება საკმარისი.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დაჩქარებული წესით იხილება, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ფორმირების წესს ეხება. აქ მთავარი სიახლე არის ის, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადება და შესაბამისად, სპეციალური საკონკურსო კომისიის შექმნა საჭირო აღარ იქნება. მეურვეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები სასურველ კანდიდატებს საკუთარი შეხედულებით წარადგენენ.

პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა ცვლილება, რომლის მიხედვით, ოპოზიციის მიერ შერჩეული მეურვეობის კანდიდატის დასამტკიცებლად 50 დეპუტატის ხმა საკმარისი იქნება.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციის კვოტით წარდგენილი მეურვეობის კანდიდატი აირჩევა, თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი დაუჭერს მხარს, ხოლო უმრავლესობის, სახალხო დამცველისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების ასარჩევად კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობა – 76 ხმა დარჩება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან – მეურვისგან შედგება. პარლამენტი ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით ირჩევს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული და სამს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნაცმოძრაობა” ხან იჩხუბებს, ხან შერიგდება, მერე ისევ იჩხუბებს, ისევ შერიგდება – მათ პატივი უნდა სცენ საკუთარ ამომრჩეველს” – ვიკა ფილფანი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმე – მხარეები საპროცესო შეთანხმების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობენ
  • სოფელ დიღომში, გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3800 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge