სასახლის ღობის საქმე – როგორც პირველებს უფლებადამცველები ეუბნებიან, დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე ჩაინიშნა. პირველ სხდომაზე 8 პირი, ხოლო მეორე სხდომაზე 6 ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
უფრო კონკრეტულად, ერთ ეპიზოდზე საუბარია 8 პირზე: ალექსანდრე ხაბეიშვილზე, ბექა ქელეხსაშვილზე, გიორგი მუმლაძეზე, მამუკა ლაბუჩიძეზე, გურიელ ქარდავაზე, ავთანდილ სურმანიძესა და ვახტანგ ფიცხელაურზე.
ხოლო მეორე ეპიზოდთან მიმართებაში, საპროცესო შეთანხმება ფორმდება შემდეგ 6 პირთან – გიორგი ქორქიასთან, გიორგი რურუასთან, ხვიჩა გოგოხიასთან, ლევან ჯიქიასთან, ლაშა ივანაძესთან და სერგო მეგრელიშვილთან.
