Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ალბათ დროა, ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს – კრიტიკას ვერ უძლებს ამ ერთი ადამიანის ინიციატივები, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი ნულს ქვემოთ არის დაშვებული” – დავით მათიკაშვილი

June 10, 2026
“ალბათ დროა, ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს – კრიტიკას ვერ უძლებს ამ ერთი ადამიანის ინიციატივები, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი ნულს ქვემოთ არის დაშვებული” – დავით მათიკაშვილი

ალბათ დროა, რომ ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს – კრიტიკას ვერ უძლებს ამ ერთი ადამიანის ინიციატივები, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი ნულს ქვემოთ არის დაშვებული, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ აქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ კონკრეტული კონგრესმენის – ჯო უილსონის უკან კონკრეტული ძალა დგას.

„ალბათ დროა, რომ ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს. სერიოზულობიდან სასაცილომდე რომ ერთი ნაბიჯია, სამწუხაროდ, ამ ყველაფერში ჩანს.

ჩანს იმიტომ, რომ კრიტიკას ვერ უძლებს ამ ერთი ადამიანის, რომელიც ამავდროულად არის პრეზიდენტის პარტიის წევრი, ინიციატივები, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი ნულს ქვემოთ არის დაშვებული.

საქართველოს ხელისუფლების, „პროირანულ” და „პრორუსულ” პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი, რადგან აქ საერთოდ სალაპარაკოც არაფერია. რაც შეეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას, თვითონ შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი, ევროპელი ლიდერები რიგში დგანან, რომ ჩავიდნენ პეკინში, შეხვდნენ ჩინეთის ლიდერს და გააღრმაონ ის ურთიერთობა, რაც გააჩნიათ ამ ქვეყნებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან რა საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს იმ კონტექსტში, სადაც თვითონ შეერთებული შტატები ახდენს ამ ურთიერთობის ასეთ ფორსირებას, წარმოუდგენელია.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ კონკრეტული კონგრესმენის უკან დგას კონკრეტული ძალა. ადრეც გამოჩნდა, თუნდაც ფარას (FARA) კანონმდებლობით, რომ შესაბამისი დაფინანსებები მიდიოდა ქართველი რადიკალებისგან და მათი მხარდამჭერებისგან ამ კონგრესმენისადმი. დღეს ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ჩანს, რომ აქ ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ იოტისოდენა სერიოზულობითაც კი მივიღოთ ამ კაცის ინიციატივა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ “კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი და ის ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) წარადგინეს.

კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვს ანგარიშს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე საქართველოში.კერძოდ, კანონპროექტი მოითხოვს აშშ-ის მხრიდან სტრატეგიის მომზადებას, რომელიც განსაზღვრავს აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიზნებს; შეაფასებს, რა სახის დახმარება და რესურსები უნდა გამოყოს აშშ-მ საქართველოსთვის; დაადგენს, უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის; შეაფასებს, რამდენად არის საქართველოს მთავრობა მზად აშშ-სა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა – რა დეტალები ხდება ცნობილი
  • ევროკავშირი რუსეთის პატრიარქ კირილს დაასანქცირებს
  • ამინდი უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge