Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სტამბოლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

June 10, 2026
სტამბოლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტამბოლში, ბაზილიკა „ცისტერნაში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და იდენტობაზე.

„ეროვნული დღე არის სწორედ ის დღე, როდესაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ისტორიაზე უნდა დავფიქრდეთ. ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო, საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის იდენტობას, ენასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობასა და ახლო მეგობრობაზე. მინისტრის განცხადებით, სტამბოლში გამართული თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ საერთო მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია.

ბოჭორიშვილმა აღნიშნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საქართველოს თავმჯდომარეობა და ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში დიალოგის მნიშვნელობას.

„ამჟამად საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას,“ – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

ღონისძიების სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანმა. ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი ლაზარ კომანესკუ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა – რა დეტალები ხდება ცნობილი
  • ევროკავშირი რუსეთის პატრიარქ კირილს დაასანქცირებს
  • ამინდი უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge