Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა

June 10, 2026
თებერვალში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-მა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უმაღლესი სინჯის (999.9) LBMA სტანდარტის ოქროს ზოდები შეიძინა.

მიმდინარე შესყიდვის შედეგად, მონეტარული ოქროს წილი საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში 15.5%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტრენდი, რის შედეგადაც რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 7.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მათი მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებლის 114.8%-ს შეადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს და მიზნად ისახავს სარეზერვო აქტივების შემდგომ დივერსიფიკაციას, რეზერვების მდგრადობის გაუმჯობესებასა და მათი ინფლაციური რისკებისაგან დაცვას. მონეტარული ოქრო მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ფართოდ აღიარებული სარეზერვო აქტივია, რომელიც ხელს უწყობს პორტფელის გეოპოლიტიკური რისკების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და რისკების შემცირებას.

ეროვნული ბანკი მომავალშიც განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების მართვას უსაფრთხოების, ლიკვიდურობისა და მომგებიანობის პრინციპების დაცვით. საერთაშორისო რეზერვების ზრდის პარალელურად, სებ-ი კვლავ განიხილავს დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა მისცა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა 2025 წელს მნიშვნელოვნად შეევსო საერთაშორისო რეზერვები. კერძოდ, გასულ წელს სებ-მა 2.4 მლრდ დოლარი შეისყიდა და რეზერვები წლის ბოლოსათვის 6.16 მლრდ დოლარამდე, ხოლო 2026 წლის თებერვალში ისტორიულად მაღალ მაჩვენებლამდე, 6.65 მლრდ-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ცენტრალური ბანკები კვლავ განაგრძობენ ოქროს შესყიდვის მიღებულ პრაქტიკას და მხოლოდ 2026 პირველ კვარტალში 970 ტონაზე მეტი შეისყიდეს, რაც დაახლოებით 80%-ია მთელ 2025 წლის შესყიდვებთან მიმართებაში (1235 ტონა). ცენტრალური ბანკების მთლიანი შესყიდვები ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში (2022-2025) 1000 ტონაზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ცენტრალური ბანკების მხრიდან მოთხოვნა ნაკლებად არის ოქროს ფასზე დამოკიდებული, რაც ძირითადად ოქროს ფასის ქვედა ზღვრის სტაბილურობას უზრუნველყოფს. უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება, შუა აღმოსავლეთში ესკალაცია, აშშ-ის და ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობა, ასევე 2026 წლის თებერვალში დაწყებული აშშ-ის და ირანის კონფლიქტი – ყველა ეს ფაქტორი თანმიმდევრულად ქმნიდა და აძლიერებდა სტრუქტურულ რისკის პრემიას ოქროს ფასში და ზრდიდა მისი, როგორც უსაფრთხო და დაცული აქტივის ღირებულებას.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროკავშირი რუსეთის პატრიარქ კირილს დაასანქცირებს
  • ამინდი უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რაც მათი არჩევის კვორუმს ეხება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge