ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა – სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს დილით, სოფელ ოქტომბერში მოხდა.
“tv პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას 70 წლის მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.
როგორც ამბობენ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გავრცელებელი ინფორმაციით, დანაშუალის მოტივი მიწის გამო დავაა, რის გამოც მეზობლებს შორის წარსულშიც არსებობდა დაპირისპირება.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.
