Tuesday, June 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური სიტყვების გამოა დაკავებული და მისი წამების შემოქმედები დაკავებულები არ არიან” – ადვოკატი

June 9, 2026
“ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური სიტყვების გამოა დაკავებული და მისი წამების შემოქმედები დაკავებულები არ არიან” – ადვოკატი

ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური სიტყვების გამო არის დაკავებული, 3 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი და მისი წამების შემოქმედები დაკავებულები არ არიან – ეს გამოძიება მართალი და სწრაფი მართლმსაჯულება რომ ყოფილიყო, 2 წლის განმავლობაში იმ ადამიანებს დააკავებდნენ, რომლებზეც ლევანი საუბრობს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვის შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი ამ გამოძიებას არ ენდობა, რადგან „ბობოლა“ ადამიანები არ არიან დაკავებულები და მისთვის „ლიფსიტების“ დაკავებას მნიშვნელობა არ აქვს.

„პროკურატურამ უკანონოდ მოითხოვა, რომ ჩვენ გაუთქმელობაზე მოგვეწერა ხელი. როდესაც მოინდომებენ, ადვოკატს და სხვა პირებს გაუთქმელობაზე აწერინებენ ხელს. ჩვენ გაუთქმელობაზე ხელი არ მოვაწერეთ, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენზე პასუხისმგებლობა არ დადგება თუ საქმის გარემოებებზე ვისაუბრებთ.

ლევანმა 2 წლის უკან პარლამენტის ტრიბუნიდან დაადანაშაულა ის პირები, რომლებიც უშუალოდ მის წამებაში მონაწილეობდნენ – ე.წ. ხარება და გოგა მემანიშვილი. მნიშვნელოვანია, რომ იმ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკავება მოხდეს, რომლებზეც ლევანი საჯაროდ საუბრობდა. ასევე, ვინ აუნთო ამ ადამიანებს მწვანე? რატომ არ არის დაკავებული ამ საქმეზე მაშინდელი სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ასევე რატომ არ იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კობახიძე და მდინარაძე, ასევე ბიძინა ივანიშვილი. ამ ადამიანების გარეშე პოლიტიკოსზე 27 წუთის განმავლობაში ძალადობა ვერ განხორციელდებოდა. სწორედ ამიტომ, ლევან ხაბეიშვილი ამ გამოძიებას არ ენდობა და მისთვის „ლიფსიტების“ დაკავება მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია იმ „ბობოლა“ ადამიანების დაკავება, რომლებზეც პარლამენტის ტრიბუნიდან მიუთითებდა.

ეს გამოძიება მართალი და სწრაფი მართლმსაჯულება რომ ყოფილიყო, 2 წლის განმავლობაში იმ ადამიანებს დააკავებდნენ, რომლებზეც ლევანი საუბრობს.

ადამიანი [ლევან ხაბეიშვილი] პოლიტიკური სიტყვების გამო არის დაკავებული და 3 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი და მისი წამების შემოქმედები დაკავებულები არ არიან“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურატურის გამომძიებელმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულის სტატუსით გამოიკითხა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, ზ.ჩ-მ და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ა.ბ.-მ, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თეატრის უკან ფასადი კეთდებოდა მუშას კასკა გადმოუვარდა და თავი გამიტეხა” – მოქალაქე
  • სოფელ ზოგიშში საავტომობილო გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა
  • “უფასო არის მკვდრისთვის კუბო, თორემ ოჯახის პატრონი მაგასაც ყიდულობს. უფასო არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე, მით უმეტეს ელექტროენერგია” – ვიქტორ ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge