სასახლის ღობის საქმე – საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებული გოჩა ყატაშვილი მათ, ვინც ციხეში რჩებიან, მხნეობას და გამძლეობას უსურვებს.
“თავისუფლება ქვეყანას, თავისუფლება ხალხს. მშვიდობა მხნეობა და გამძლეობა მათ, ვინც ციხეში რჩება. ჯგუფად არ აღვიქვავდით თავს, ვიცნობ ვინმეს? ახლაც არ ვიცი სახელები და გვარები”. – ეუბნება “ტვ პირველს” გოჩა ყატაშვილი.
პატიმრებს მხნეობას უსურვებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავსიუფლებული რამაზ ჯორბენაზეც.
“მივესალმები პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს, უდანაშაულო პატიმრებს – რაც შეეხება ჩვენს თემას, ცივილიზებული სამყარო გვიყურებს და ყველამ იცის, რა ხდება და რა არ ხდება”- ამბობს ჯორბენაძე.
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს – პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ:
გოჩა ყატაშვილი.
სულხან აბრალავა.
დათო ღურწკაია.
გენადი კელიხაშვილი.
რამაზ ჯორბენაძე.
ჯანდრი თირქია.
ევა შაშიაშვილი.
ალექსანდრე გოგოლაძე.
ამ 8 პირიდან ერთი ევა შანშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფება.
სამი წელი პირობითი მსჯავრი – ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღეს. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები თვეები ელოდებოდნენ.
