Tuesday, June 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გამოძიებობანას” თამაშობენ! ორი წელი ეძინათ და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ ჩემს წამებას ჰქონდა ადგილი, „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ” – ლევან ხაბეიშვილი

June 9, 2026
“გამოძიებობანას” თამაშობენ! ორი წელი ეძინათ და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ ჩემს წამებას ჰქონდა ადგილი, „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ” – ლევან ხაბეიშვილი

„გამოძიებობანას“, სახლობანას თამაშობენ! ორი წელი გავიდა და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ წამებას, გატაცებას ჰქონდა ადგილი. ორი წელი ეძინათ. ამ ორ წელშიც „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და ბობოლებს ხელს აფარებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ რუსთავის მე-12 საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ნათქვამი, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებლის მიერ მის დაკითხვას ეხმაურება.

როგორც ხაბეიშვილი წერს, მისი წამების საქმეზე სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და მოქმედი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადეს.

„ხარება“ და გოგა მემანიშვილია პირველ რიგში დასაჭერი და შემდეგ, ვინც მწვანე აუნთო. მაშინ ეს მწვანე მათ მისცა ივანიშვილმა, პრემიერმა კობახიძემ და მდინარაძემ. ამ მწვანე შუქის შუაში, ასევე, არიან მაშინდელი სუს-ის უფროსი, ლილუაშვილი და შს მინისტრი გომელაური. თუ ამათი პასუხისმგებლობა არ დადგება, აბა, ვის აინტერესებს, უსახელო და უგვარო ვიღაც ბაღლინჯოები?!

ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ორგანიზატორი და ეს არის ივანიშვილის მწამებელი სისტემა. 300-მდე ადამიანი აწამეს და 5 თუნდაც 10 ლიფსიტის დაკავებით უნდათ ფონს გასვლა. მე მაინტერესებს სისტემის შემოქმედები და ესენი არიან ივანიშვილ-კობახიძეები“, – წერია ხაბეიშვილის წერილში, რომელიც ადვოკატმა ჟურნალისტებს გადასცა.

ცნობისთვის, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურატურის გამომძიებელმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულის სტატუსით გამოკითხა.

გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, ზ.ჩ-მ და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ა.ბ.-მ, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უფასო არის მკვდრისთვის კუბო, თორემ ოჯახის პატრონი მაგასაც ყიდულობს. უფასო არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე, მით უმეტეს ელექტროენერგია” – ვიქტორ ჯაფარიძე
  • ხოდორკოვსკის რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge