Saturday, June 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ტრამპთან დალაგების ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის კონგრესისგან მძიმე დარტყმა მიიღო” – გრიგოლ გეგელია

June 9, 2026
“ტრამპთან დალაგების ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის კონგრესისგან მძიმე დარტყმა მიიღო” – გრიგოლ გეგელია

წარმომადგენელთა პალატის მიერ აბსოლუტური უმრავლესობით მხარდაჭერილი აქტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტებს ავალებს, წარადგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მკაფიო დასტური, რომ აშშ აღრმავებს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესს საქართველოსადმი და ამავე დროს აცნობიერებს, რომ „ოცნების“ რეჟიმის პირობებში საქართველო გახდა მტრულ რეჟიმთა პლაცდარმი.

რეჟიმის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ისინი ამერიკასთან ნორმალიზებას შეძლებდნენ, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს რეჟიმი აშშ-ის მიერ აღქმულია, როგორც უსაფრთხოების რისკების წყარო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქტს დაუჭირა მხარი წარმომადგენელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ორივე პარტიიდან. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ბრაიან მასტის მწვავე შეფასებები, რომ „ჩინური კონსორციუმის შერჩევა [ანაკლიის] მასშტაბური ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში“ შეიცავს საფრთხეებს და რისკებს ქართული და ამერიკული ეროვნული ინტერესებისთვის, საგულისხმო იყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის განცხადება ანაკლიასა და შუა დერეფანთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკა არის ღრმად დაინტერესებული შუა დერეფნის და ანაკლიის განვითარებით, საქართველოს ჩართვით ტრამპის სახელობის კეთილდღეობის და მშვიდობის გზაში, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებით და რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით. რაც მნიშვნელოვანია, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ახალი აქტის ანალოგიური ჩანაწერი გაკეთდა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომლის მეშვეობით კანონმდებლები აშშ-ის აღმასრულებელს, თეთრ სახლს, პენტაგონს და სხვა ინსტიტუტებს, პრაქტიკულად, პირდაპირ ავალებენ განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს საქართველოში არსებული ვითარება. კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აგრეთვე ავალებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც შეაფასებს აშშ-ის დაფინანსებას და სამხედრო, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების შესაძლო გადახედვას. იდენტური შინაარსის ჩასმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზების აქტში, რომელიც ე. წ. აუცილებლად დასამტკიცებელი საკანონმდებლო პაკეტია, ზრდის შანსებს, რომ ის სულ მალე გახდეს კანონი“, – განაცხადა გეგელიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ – 12 ივნისს გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს – უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • ჩვენი მომლაპარაკებლები (დიპლომატები) ბრიუსელში ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან – ჩეჩელაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge