Saturday, June 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონი რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო” – კახა კალაძე

June 9, 2026
“შესაბამისმა სამსახურმა რეაგირება მოახდინა…” – კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გავლენას ახდენს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და არა გარედან მიღებული მითითებები. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„პირველი, რაც შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არის ის, რომ საქართველო არის ქართველი ხალხის გავლენის ქვეშ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე, როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთი რიგითი წევრი, ვამაყობ იმ პოლიტიკით, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო და რეალურად ქართველ ხალხს დაუბრუნა ძალაუფლება. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან მითითებებით, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა. რაც შეეხება ჯო უილსონს, მგონი ამაზე არ უნდა შეჩერდეთ, არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით. რომ აჩვენო, დარწმუნებული ვარ, რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოს კრიტიკას იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნები და აშშ ნორმალურ ურთიერთობას ამყარებენ ჩინეთთან, მერი პასუხობს რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის.

„წარმოუდგენელია უბრალოდ. თუნდაც პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს თუ შევხედავთ, პირიქით, საუბარია იმაზე, რომ ჩინეთთან დაათბონ ურთიერთობა, კიდევ უფრო მეგობრული გახადონ, ჩინეთის პრეზიდენტს პირდაპირ მეგობარს უწოდებს. ასევე, თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების ლიდერებს, პრეზიდენტებს, თანამდებობის პირებს, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. ჩვენც გამოვდივართ ჩვენი ინტერესებიდან და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ – 12 ივნისს გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს – უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • ჩვენი მომლაპარაკებლები (დიპლომატები) ბრიუსელში ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან – ჩეჩელაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge