Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რეგიონში საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელი პირობები დგება, “ქართული ოცნება” კი ყველა ნაბიჯს საწინააღმდეგოდ დგამს” – “ოპოზიციის ალიანსი”

June 9, 2026
“რეგიონში საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელი პირობები დგება, “ქართული ოცნება” კი ყველა ნაბიჯს საწინააღმდეგოდ დგამს” – “ოპოზიციის ალიანსი”

“ოპოზიციის ალიანსის” განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელი პირობები დგება, სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს პირობები გამოიყენოს, “ყველა ნაბიჯს საწინააღმდეგოდ დგამს”.

“ოპოზიციის ალიანსის” ბრიფინგზე გიგი წერეთელმა ისაუბრა შტატების გაზრილ დაინტერესებაზე სამხრეთ კავკასიის მიმართ, რუსეთის დასუსტებაზე და წარუმატებლობაზე ფრონტის ხაზზე, ასევე ევროკავშირის გაფართოებზე და ხაზგასმით თქვა, რომ ეს ვითარება საქართველომ უნდა გამოიყენოს.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, “ოცნება” ყველა ნაბიჯს საწინააღმდეგოდ დგამს – განაცხადა გიგი წერეთელმა.

“ყველანი კარგად ვხედავთ, როგორი დინამიური პროცესები ვითარდება საქართველოს ირგვლივ, ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელი პირობები დგება, მისი სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი სუსტდება, ის პრაქტიკულად მარცხდება ბევრ ფრონტზე, ის კარგავს მოკავშირებეეს. ის სუსტდება ეკონომიკურად, პოლიტიკურად. ჩვენ ვხედავთ მაგალითებს, რომ ის წარმატებას ვერ აღწევს უკრაინაში. ვხედავთ რომ ევროკავშირი ფართოვდება – ვხედავთ, როგორ არის მოლდოვა , იგივე უკრაინის საკითხი და ასევე ვხედავთ შტატების გაზრდილ ინტერესს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში. ის ახალი და ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა ეს მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი, პრეზიდენტ ტრამპის პროექტი და როგორია მართლაც შტატების განწყობა, რომ საქართველო იყოს ჩართული, როგორც ქვეყანა.

ეს პირველ რიგში არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის მხარდაჭერა, მათი დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერა და ის კანონოპროექტიც, რომელიც გუშინ იქნა მიღებული აშშ-ს კონგრესში მავნე გავლენების საწინააღმდეგოდ – ჩინეთი, ირანი, რუსეთი და ესეც არის სწორედ ჩვენი ქვეყნის დაცვა და მისი უსაფრთხოების. ამას უნდა ჰქონდეს ადეკვატური აღქმა, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ამას სჭირდება მთავრობა, რომელიც ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს და სრულიად საწინააღმდეგო გვაქვს. ქართული ოცნების რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ნაბიჯს დგამს საწინააღმდეგოდ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობები – ეს იქნება პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ეს იქნება თავისუფალი არჩევნების პერსპექტივის მოსპობა, რეპრესიული კანონები და ანტიდასავლური მოქმედებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ამიტომ ჩვენი “ოპოზიციის ალიანსის” ამოცანაა, რომ სწორედ ამ თემაზე ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • 2026 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება – რას ამბობენ სპეციალისტები
  • 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge