Sunday, October 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საბოლოოდ იკეტება საქართველოსთვის ევროპის კარი, რაც არის პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგთან” – რას აცხადებს სალომე სამადაშვილი

October 18, 2026
“ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი – პაპუაშვილი საქართველოში და მეორე – კალუგინი მოსკოვში…”- რას ამბობს სალომე სამადაშვილი

დიდი დანაშაულის წინ, საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების შესაგულიანებლად, ივანიშვილს დასჭირდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა, უმრავლესობის სხდომის უშუალოდ ჩატარება და საკუთარი პოლიტიკური გუნდისთვის შეძახება, რომ არ შეეშინდეთ ამ დანაშაულზე წასვლა, – ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ გუშინდელ სხდომასა და საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ დაგეგმილ განხილვებს.

მისი თქმით, „მათ კარგად იციან, რომ წინ ელოდებათ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმისთვის, რასაც დღეს ივანიშვილი ამზადებს ქართული სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინააღმდეგ“.

„პირველ რიგში, იმედია, ჩვენს საზოგადოებას ესმის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ქვეყანაში, რეალურად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფოში კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაა, საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენების გზით, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიების აკრძალვა გამოიწვევს ორ შედეგს:

ერთი, საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე დაკარგავს უფლებას, აირჩიოს საკუთარი წარმომადგენელი, პოლიტიკური არჩევანის უფლება ქვეყანაში უქმდება;

მეორე, საბოლოოდ იკეტება საქართველოსთვის ევროპის კარი, რაც არის პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგთან.

როდესაც ამხელა დანაშაულის ჩასადენად ემზადება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გუნდში არის ძალიან სერიოზული შიდა რყევები. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოდან გაქცეული ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეგობარი და მოკავშირე, რაც აჩვენებს ყველას, რამდენად მწვავედ დგას დღეს საკითხი.

ამიტომ, ცხადია, რომ ამ დიდი დანაშაულის წინ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების შესაგულიანებლად ივანიშვილს დასჭირდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა, უმრავლესობის სხდომის უშუალოდ ჩატარება და საკუთარი პოლიტიკური გუნდისთვის შეძახება, რომ არ შეეშინდეთ ამ დანაშაულზე წასვლა. იმიტომ, რომ მათ იციან, რომ წინ ელოდებათ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმისთვის, რასაც დღეს ივანიშვილი ამზადებს ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის შესყიდვის ტენდერი 12-ჯერ ჩაიშალა
  • “გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ” – ირაკლი კირცხალია
  • “რუსული მიზანი შესრულებულია, რადგან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადად დაზარალებული და გაჩერებული” – რას აცხადებს გრიგოლ გეგელია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge