“ოცნებას” მომავალი არჩევნები ბრძოლით და ერთობით უნდა გამოვგლიჯოთ – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ფბ-ლაივში განაცხადა, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა.
ზურაბიშვილი თვლის, რომ ახლა პარტიებს შორის კონკურენციის დრო არ არის, რადგან ივანიშვილის პარტიაა გასაშვები ხელისუფლებიდან, ამის შემდეგ კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ნორმალური და კონკურენტუნარიანი არჩევნების დროც დადგება,ს ადაც ყველა პარტიას მისი იდეოლოგია და პროგრამა ექნება.
მთელი ჩემი ცხოვრება ყოველთვის ვთვლიდი და ყოველთვის ვმონაწილეობდი ყველა არჩევნებში, რაც ეხება ბოლო ადგილობრივ არჩევნებს, მქონდა მოლაპარაკეტეტბი პარტიებთ, მათთან ხვეწნა, თხოვნა და ჭიდილი, რომ ჩამჯდარიყვნენ ერთ მწყობრში და ერთად გადაეწყვიტათ, რაც 2024 წელს რაც იყო და აქაც მე ვთხოვდი ერთ რამეს, ერთიანი პოზიცია რაც იქნება, ერთიანად წასვლა საბრძოლო არჩევენებზე და არა ისეთზე – “მემგონი მოვიგებთ და ადვილი იქნება ყველაფერი, წამოგყვებით, თუ იქნება ერთიანი ბოიკოტი, წამოგყვებით”. ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ ამოირჩეს და ამიტომ დავრჩით ამ გაურკვეველ მდგომარეობაში. დღესაც ჩემი პოზიცია არის, რომ მომავალ არჩევნებზე( შეიძლება ეს იყოს 2028 წელს, ან მანამდე) აუცილებელია, რომ იყოს ერთობა – პირველ რიგში საზოგადოებსი იმ ნაწილის, რომელიც წარმოადგენს დიდ ძალას და ამ ნაწიმა აუცილებლად უნდა მიიღოს არჩევნებში მოანწილეობა – ბრძოლით. ეს ვერ იქნება არჩევნები, სადაც პარტიები დაიწყებენ ერთმანეთის კონკურენციას. გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიების არსი ისაა, რომ ყველას ჰქონდეს თავისი იდეოლოგია, თავისი პროგრამა და არჩევნებით შედიოდნენ ერთმანეთთან კონკურენციაში, მაგრამ ეს არის ნორმალური არჩევნები ნორმალურ ქვეყანაში, რასაც ჩვენც მოვესწრებით დარწმუნებული ვარ, მაგრამ პირველი არჩევნები, სანამ ესენი არიან და სანამ ესენი ალბათ არ დათმობენ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ თვლით რომ ყველაზე აუცილებელი, მაშინ უნდა ვებრძოლოთ, უნდა გამოგვლიჯოთ ეს არჩევნები და უნდა დავიცვათ ხმები ბრძოლით, ერთობით, და შემართებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
