თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს მოტეხილობები აღენიშნებოდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული. დამატებითი დეტალები უცნობია.
