Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩინეთმა და ირანმა აფხაზეთიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ საქართველოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს” – გიორგი ბარამიძე

June 5, 2026
“ჩინეთმა და ირანმა აფხაზეთიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ საქართველოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს” – გიორგი ბარამიძე

ჩინეთმა და ირანმა აფხაზეთიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ საქართველოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა გიორგი ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

პოლიტიკოსის თქმით, გაეროში აფხაზეთიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ საქართველოს რეზოლუციისთვის ჩინეთისა და ირანის მხრიდან მხარდაჭერის არქონა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ ვინ არიან „ქართული ოცნების“ საერთაშორისო პარტნიორები.

ამასთან, ბარამიძემ აშშ-სთან ურთიერთობების შესაძლო „გადატვირთვაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიცია “ოცნების” ხელისუფლების მიმართ უცვლელია და დემოკრატიული სტანდარტების, მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხის მოგვარების გარეშე, ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელი იქნება.

“ახლახანს შევიტყვეთ, რომ გაეროში ჩინეთმა და ირანმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას აფხაზეთში ჩვენი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებულმა სამეფომ, ძალიან სამწუხარო და სავალალო ფაქტია. ესენი არიან სწორედ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული რეჟიმის, ბანდის მეგობრები და ამის საპირისპიროდ, ვისთანაც ისინი კონფლიქტობენ და ვისთანაც ცდილობენ, რომ კედდელი აღმართონ საქართველოსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის, ეს არის აშშ, ევროკავშირი და სხვა ცივილიზებული სახელმწიფოები, ბუნებრივია, როგორც ადრე, იდგნენ საქართველოს გვერდით და მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჰუმანიტარულ რეზოლუციებს, რომელიც ეხებოდა ჩვენი დევნილების თავიანთ სახლ-კარში დაბრუნებას, დღესაც უჭერებ მხარს და ეს არის სწორედ ნამდვილი მეგობრობა და ამისთვის ჩვენ გვინდა, მათ მადლობა გადავუხადოთ.

ასევე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, მათ მშობლებს და ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით ილიაუნის სტუდენტებს ის გამარჯვება, რომელიც ყველამ ერთად მოვიპოვეთ, რომ ბავშვებს გაუხანგრძლივდეთ სიცოცხლე და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს,რ ომ რაც არ უნდა უგულო, უპასუხისმგებლო და უსინდისო რეჟიმთან გვქონდეს საქმე, საზოგადოების ერთიანობას და ერთიან ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი.

რაც შეეხება ამ მოღალატეობრივი რეჟიმის მიერ აშშ-თან ე.წ. გადატვირთვის პროცესის მცდელობას და მცდელობას, რომ ამასთან დაკავირებით კვლავ გაავრცელოს დეზინფორმაცია. ჩვენმა საზოგადოებამ ნახა აშშ-ს საელჩოს განცხადება და მეორე დღეს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პასუხი კონგრესმენ უილსონის შეკითხვაზე. პირველი ნაწილი იყო დათანხება მის შეფასებებზე, რომ საქართველოში არის არალეგიტიმური, კორუმპირებული, პრორუსული და პროჩინური რეჟიმი, რომელიც ანგრევს საქართველოს დემოკრატიას და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ განვითარებას და იგი ამას დაეთანხმა და ეს ყველამ კარგად გავიგონეთ. რა თქმა უნდა, კრემლის პროპაგანდისტული მედიები ამას არ გააშუქებენ, და ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ თქვა ძალიან მკაფიოდ, რომ ბუნებრივია, აშშ-ს უნდა, რომ საქართველოში მოქმედ, თუნდაც არალეგიტიმურ თუ დეფაქტო რეჟიმს, ჰქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ეს უნდა, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის, საქართველოს გამო და იმის გამო, რომ აშშ-თვის სულერთი არ არის საქართველოს ბედი და რომ აშშს, ისევე როგორც ევროკავშირს, უნდა, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და რა თქმა უნდა, ოპოზიცია იყოს ჩართული იმ პროცესებში, სადაც უნდა ჩართული დემოკრატიულ ქვეყანაში. და, ეს რა თქმა უნდა, ვერ იქნება იმ პირობებში, როდესაც საქართველოში კვლავ გვყავს პოლიტპატიმრები, კვლავ გვყავს ისეთი რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ნორმალური, დემოკრატიული პროცესი არ წარიმართოს” – თქვა გიორგი ბარამიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “იყიდა “თელასში” 25 პროცენტი სახელმწიფოს წილი 10 მილიონ დოლარად და ყიდის რუსულ “ინტერრაოზე” 20 მილიონ დოლარად…” – რას წერს რომან გოცირიძე
  • “საპროცესო შეთანხმება შესაძლებლობაა, თავი დააღწიონ უსამართლო პატიმრობას” – 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი
  • “ბრალდების მხარე მზად არის, ნებისმიერ პირს გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება, თუ ისინი…” – რა განაცხადა 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge