Wednesday, June 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ დგას მაინინგის ბიზნესის უკან? – ვიკტორ ჯაფრიძის პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე

June 3, 2026
ვინ დგას მაინინგის ბიზნესის უკან? – ვიკტორ ჯაფრიძის პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე

პარტია “ხალხის ძალის” წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე უარყოფს, რომ სვანეთში კრიპტომაინინგთან რაიმე აკავშირებს. ამის შესახებ პარლამენტარმა ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული წერილის შემდეგ, “პირველების” კითხვას უპასუხა.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სვანებმა კარგად იციან, რომ არ არაფერ შუაშია და სხვისი აზრი არ აინტერესებს.

“არა, მე ესეთი ინფორმაცია მაქვს, რომ თქვენი გარემოცვა გამოიმუშავებდა. მე თქვენთან საუბარს არ ვაპირებ იმიტომ, რომ მატყუარები ხართ. თქვენ, “TV პირველი” აკეთებდა მაინინგს სვანეთში. რა თქმა უნდა, არაფერ შუაში არ ვარ და ძალიან კარგად იციან სვანებმა, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ და თქვენი აზრი ჩემთვის კიდე საინტერესო არ არის საერთოდ,” – თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ის თავად არის ვიქტორ ჯაფარიძის გარემოცვის წევრი და არაფერი იცის.

“მერმა რა უნდა იცოდეს ვინ რას აკეთებ კაცო? მე პოლიციელი ხომ არ გგონივართ, მე არავის ოჯახში არ შევდივარ. მე ვარ [ვიქტორ ჯაფარიძის] გარემოცვა, ერთად ვართ ჩვენ და არ ვიცით არაფერი. თქვენ რომ სახლში უთო გედგათ და უთო ჩართოთ ეს ჩემი საქმეა? – იგივე ვარიანტია, როგორც უთოს ჩართავ, ჩვენთან დენის გადასახადს რომ არ ვიხდით, ამიტომ ეს აწვებოდა მთლიანად,” – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, ციხიდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშილი წერდა:

“მდინარაძის განცხადება – სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ, თუ ეს ასე არ არის კითხეთ ჯაფარიძეს, ეთანხმება თუ არა მამუკა მდინარაძეს რამდენიმე ყაჩაღის გამო მთელი სვანეთი რომ უნდა დაისაჯოს; ჰკითხეთ ვიქტორს, გამოიმუშავებს თუ არა კრიპტოს მისი კლანი სვანეთში, უფასო დენით…” – წერს ხაბეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუბიო “ოცნებისგან” ტრაექტორიის შეცვლას ითხოვს
  • ქართველი ახალგაზრდა ჟურნალისტი გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge