ირაკლი კობახიძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრას ხვალ ან ზეგ ისევ გამართავს – ამის შესახებ მთავრობის კანცელარიიდან გამოსულმა მშობლებმა “ტვ პირველს” განუცხადეს.
როგორც დიუშენით დაავადებული ბავშვის დედა, თაკო გოგალაძე ამბობს, დღევანდელი შეხვედრა ძირითადად საინფორმაციო ხასიათს ატარებდა.
გოგალაძის ცნობით, დღეს პრემიერთან მედიკამენტის უსაფრთხოებაზე აღარ უსაუბრიათ.
“ძირითადად მოისმინეს ინფორმაცია ჩვენგან. სრულად მივაწოდეთ ინფრომაცია იმისი შესახებ, რაც ამჟამად დგას ჩვენს წინაშე და რა მდგომარეობაა მედიკამენტებთან დაკავშირებით. დასაწყისშივე გაჟრღერდა ირაკლი კობახიძს მხრიდან, რომ გაიმართება ისევ მეორე შეხვედრა ხვალ საღამოს ან ზეგ დილით. დღეს მხოლოდ მოისმინა ინფორმაცია. მედიკამენტის უსაფრთხოებაზე აღარ გვისაუბრია” – ამბობს თაკო გოგალაძე.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.
