Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა მეტად გამკაცრებისკენ მიდის, ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა, დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უცხოური ჩარევისგან- შალვა პაპუაშვილი

October 15, 2026
საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა მეტად გამკაცრებისკენ მიდის, ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა, დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უცხოური ჩარევისგან- შალვა პაპუაშვილი

საფრანგეთს აქამდეც ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა. 2024 წელს ჩვენს შემდეგ მიღებული კანონი სწორედ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ უცხოური დაფინანსების მქონე სუბიექტი არ გაასაჯაროებს საკუთარ ფინანსებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში გამჭვირვალობის კანონით მხოლოდ ფინანსური ჯარიმებია გათვალისწინებული და არ მოიცავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საფრანგეთს ყოველთვის საქართველოზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა კი, კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

„ეს ყველაფერი გასაგებია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ შიშებს, რომლებიც აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს მართლაც ასეა. გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის. საქმე იმაშია, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაგერევა. არ არსებობს კარგი და ცუდი სახელმწიფო ამ შემთხვევაში, ვინც ერევა შენს შიდა საქმეებში. თვითონ ჩარევა არის ცუდი. ასე რომ, აქ დიფერენციაცია, რომ რუსეთი თუ ჩაერია ცუდია და გერმანია თუ ჩაერია, კარგია, თავისთავად აჩვენებს ასეთი მიდგომის ალოგიკურობას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვთანხმდებით ყველა, რომ საჭიროა, დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უცხოური ჩარევისგან, მანიპულაციისგან, ზემოქმედებისგან და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება დეზინფორმაციისგან, მიუხედავად იმისა, რომელი წყაროდან მომდინარეობს ეს. წყაროს მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი, ვინც ერევა, თავისი არსით, არასწორად იქცევა, ამიტომ ამისგან დაცვა არის საჭირო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის სენატის კომიტეტმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნინო ლომჯარია არის საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი და თავის იარაღს ალბათ მიიწვევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოზე თავდასხმისთვის – შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე
  • “ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში – თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად”- რას ამბობს ნიკა გვარამია
  • “ნებისმიერი იტყუება, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული ობიექტური პროცესი, სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პროცესი”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge