დაიცავი ილიაუნი-ს ლაივ მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა.
„დაიცავი ილიაუნის“ ანგარიშები ისევ აქტიურია და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის.
“შეგროვდა 2 000 000 ლარი!
ქართველი ხალხის ერთიანობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია!
ამ მასშტაბის თანხაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, თუმცა ერთმანეთის მხარდაჭერა და სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა.
ეს ყოველივე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს აძლევს რწმენასა და იმედს, რომ ერთიანი ძალებით ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
ამ შედეგის უკან დგას თითოეული ადამიანი, ვინც მათი ტკივილი გულთან მიიტანა და უკეთესი მომავლისთვის საკუთარი წვლილი შეიტანა. თქვენი გაღებული თითოეული ლარი უმნიშვნელოვანესია.
მადლობა ყველას, ვინც იმედის ნაპერწკლის გაღვივებაში მიიღო მონაწილეობა!
„დაიცავი ილიაუნის“ ანგარიშები ისევ აქტიურია და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის.
წამალი ბავშვებს!”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
“დაიცავი ილიაუნი” თანხას აგროვებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.
