“ქართული ოცნების” მხარდამჭერი და საკრებულოს ყოფილი წევრი მიშა მესხი მამუკა მდინარაძეს რიგით დეპუტატთან ათანაბრებს – მიშა მესხი თქმით, ის რომ მდინარაძე “ქართული ოცნების” წევრი იყო, არ ნიშნავს, რომ “მასზე უნდა გიჟდებოდეს”.
მომღერალ სოფო ბედიას ქმარმა დღეს პირველებს გაუმხილა, რომ ბავშვობიდან უყვარს კახა კალაძე და ასევე უყვარს “მისი პრემიერი კობახიძე”. მიშა მესხს არც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი გამორჩენია. მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია 2012 წლიდან.
“რა ვთქვი მამუკა მდინარაძეზე მითხარით. (დაწერეთ რომ არასდროს არ გიქიათ) ზოგადად კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მამუკა მდინარაძეს რამდენჯერაც შევხვედრივარ პარტიული კუთხით, ყოველთვის კარგი სალამი გვითქვამს ერთმანეთისთვის. ასევე ის შემიძლია გითხრათ მდინარაძეზე, რომ ძალიან კარგი და განათლებული კაცია და თავის საქმის პროფესიონალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან “ქართულ ოცნებაში” იყო მე ვგიჟდებოდე “ქართული ოცნების” ყველა წევრზე. მე ქართულ ოცნებაში ვარ 2012 წლიდან. ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთგული მხარდამჭერი, ასევე ბავშვობიდან მიყვარს კახი კალაძე და მიყვარს ჩემი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ქართულ ოცნებაში რამდენი დეპუტატი წავა-წამოვა … (საკრებულოს სიაში რომ არ ჩაგსვეს, მაგიტომ ხომ არ ხართ ნაწყენი?) არა, საკრებულოში როცა ვიყავი საქმე გავაკეთე და საკრებულო სია შედგა 3-4 წლის შემდეგ. მამუკა მდინარაძის გარდა სხვა მილიონი ადამიანი იყო, ვიცნ სიას განიხილავს – რა შუაშია, ყველაზე ნაწყენი უნდა ვიყო მაშინ? “, – განაცხადა მიშა მესხმა.
დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა რუხაძე და სუს-ის ექს-შეფი, მამუკა მდინარაძე ფბ-ზე გავრცელებული პოსტით ამხილა.
მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან.
„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ – ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!” – მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს.
დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.
“საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია”, – წერს ოქიტაშვილი.
