“თითოეული სიტყვას ვეთანხმები” – ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძის კომენტარს ეხმაურება
“თითოეული სიტყვას ვეთანხმები, პირველი დღიდან როცა ანგელოზი შვილი წინ მეწვინა, სინანულს, აღიარებას, პატიების თხოვნას ვითხოვდი, იგივეს ვითხოვდი სასამართლო პროცესზე და პასუხად სიცილი და ტყუილის მეტი ვერაფერი მივიღეთ, სინანულზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი…
მშობლების თემა ცალკე და ვრცელი თემაა, მათ ხომ საერთოდ არ იციან სინანული და პატიების თხოვნა რას ნიშნავს…
ეკა კუპატაძე🤍 თქვენი რესურსი რატომ უნდა ხმარდებოდეს ასეთ ტკივილს😭” – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში და ეკა კუპატაძის კომენტარს ეხმაურება.
ეკა კუპატაძემ ფორმულასთან ინტერვიუში თქვა: “მე ჩამოყალიბებულ მკვლელებს წავაწყდი, ისინი მშობლებმა ჩამოაყალიბეს ასეთებად […] ერთი რამ მინდა ვთქვა, რამაც დამწყვიტა გული, მე ა.ნ-ს და დ. ჩ-ს საბოლოო სასამართლო სიტყვაზე მივედი. მაინტერესებდა მათი რეაქცია, მათ სახეზე არ იყო არც სინანული და არც მწუხარება. როცა დ.ჩ-ს სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მე გავიფიქრე, რომ თუ ის სინანულს გამოხატავდა, მე სასამართლოს მის შეწყალებას ვთხოვდი. დ.ჩ-ს რამდენჯერმე მივმართე და ვუთხარი, რომ ის ციხიდან ვერ გამოვიდოდა ბედნიერი და რომ მას უნდა აერჩია ღირსება. მშობლებმა არაფერი ათქმევინეს. ეს იყო მშობლების და ადვოკატების გადაწყვეტილება, მათ არ მისცეს უფლება, რომ თუნდაც წამიერად მასში ადამიანობას გაეღვიძებინა“
