ერთი მოწმის ჩვენების ორი განსხვავებული ინტერპრეტაცია — რა თქვა სასამართლოში უკანონო ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკითხულმა მოწმემ? მამაკაცი, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, ქოლ-ცენტრში მუშაობდა, სასამართლოში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა.
ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ქოლ-ცენტრების მფარველად არა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა ყოფილი თანამშრომელი დაასახელა, რომელიც ამ საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს.
დახურული სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გააკეთეს. პროკურორის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ ქოლ-ცენტრების საქმიანობას სწორედ გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა, რის გამოც თანამშრომლები თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
დღევანდელ სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში სწორედ ქოლ-ცენტრების ეპიზოდი განიხილებოდა. სასამართლო განხილვა კვლავ გრძელდება.
