თბილისში, ნიკო ფიროსმანის 6 ნომერში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც ადგილზე მცხოვრები ქალბატონი ამბობს, მეზობლის სახლს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა, თუმცა მიზეზი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
ამ ეტაპისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, არ არიან დაშავებულები.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადა – მიმდინარეობს ხანძრის გამოწვევი მიზეზის დადგენა.
ინფორმაცია განახლდება.
