Tuesday, June 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის აღმოჩნდება სუს-ის ყოფილი შეფი მთავარი მოწმის პირისპირ – რას ამბობენ მხარეები

June 2, 2026
როდის აღმოჩნდება სუს-ის ყოფილი შეფი მთავარი მოწმის პირისპირ – რას ამბობენ მხარეები

როდის აღმოჩნდება გრიგოლ ლილუაშვილი რომეო მიქაუტაძის პირისპირ და დაუმძიმებენ თუ არა ბრალს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს? – საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ დაიკითხება ყველა მოწმე, ვინც გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს.

საქმის პროკურორმა დღეს “ტვ პირველს” არ დაუდასტურა, რომ “შუამავალი” მეწარმესა და ლილუაშვილს შორის რომეო მიქაუტაძე იყო, თუმცა არც უარყო და ასევე არც ის გამორიცხა, რომ ეკონომიკის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ შესაძლოა ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ბერძენიშვილს დღეს არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიყვანენ რომეო მიქაუტაძეს სასამართლოში და როდის აღმოჩნდება მთავარი მოწმე სუს-ის ყოფილი შეფის პირისპირ.

“ყველა მოწმე, ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით ფლობს ფაქტობრივ გარემოებებს, ბუნებრივია სასამართლოს წინაშე დაიკითხება. მე არ გეუბნებით, რომ ვინმესთან მიმართ დაიწყება ან არ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – თქვა მარიამ ბერძენიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსთვის ახალი ბრალის წარდგენას არ ელოდება რომეო მიქაუტაძის დაცვის მხარე – ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით პროკურატურა აღნიშნულის შესახებ არ დაჰკავშირებიათ.

“ჩვენ არ დაგვკავშირებია პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენ არ ვიცით რა გეგმები აქვს პროკურატურას”, – აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილუაშვილის საქმეზე ე.წ. ქოლცენტრების ეპიზოდზე მსჯელობენ. ბრალდების მხარეს სხდომაზე წარმოდგენილი ჰყავს მოწმე, რომელიც პროკურორის თქმით, ერთ-ერთ “ქოლ-ცენტრში” იყო დასაქმებული.

მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, აღნიშნულ ქოლ-ცენტრს გრიგოლ ლილუაშვილი უწევდა მფარველობას.

“დღეს ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეს, რომელიც უშუალოდ “ქოლ-ცენტრების” ეპიზოდზე ისაუბრებს, ის უშუალოდ იყო დასაქმებული “ქოლ-ცენტრში”, რომელსაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით და ბრალდების მხარის პოზიციით გრიგოლ ლილუაშვილი უწევდა მფარველობას”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის პოზიციას – ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმეების არსებობის მიუხედავად, არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

“შემიძლია დავადასტურო, რომ არანაირი პირდაპირი ჩვენება არ არსებობს ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში. რამდენიმე მოწმეა ამ საქმეზე, მაგრამ ის, თუ რომელიმე პირი და გარკვეულ პირთა ჯგუფი დაკავებული იყო ამ უკანონო საქმიანობით, ეს არ უკავშირდება ბატონ გრიგოლს და შესაბამისად, არ შეიძლება მათი დანაშაულზე მსჯელობები და ის, რომ დანაშაულზე საუბარი იქნეს აღქმული, როგორც მტკიცებულება. მეტი წილი, რაზეც პროკურატურა აპელირებს ე.წ. განთქმით ან მტკიცებულებითი ხასიათის ჩვენებებზე, აქ ჩართული და მხილებული არიან პირები, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს დანაშაული. ზოგ მათგან ბრალი დღემდე არ აქვს წაყენებული და თუკი ბრალი აქვთ წაყენებული, ისინი საპროცესო შეღავათებით სარგებლობენ ისეთ მძიმე კატეგორიის დანაშუალზე, როგორიც კოურფციაა. ხაზს გავუსვამ და ვეცდებით, სასამართლო დავარწმუნოთ იმაში, რომ ის ირიბი ჩვენებები, რომელსაც პროკურატურა თავს უყრის და არქმევს მამხილებელ მტკიცებულებას, არ შეიძლება იყო გაზიარებული და გამოყენებული”, – აცხადებს რობერტ გრიგალაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა
  • მთავრობის საპარლამენტო მდივანს მოადგილე აღარ ეყოლება
  • როდის აღმოჩნდება სუს-ის ყოფილი შეფი მთავარი მოწმის პირისპირ – რას ამბობენ მხარეები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge