Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სასამართლომ გამოითხოვა ინდივიდუალური შეფასების ანგარიში არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ” – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

June 2, 2026
“სასამართლომ გამოითხოვა ინდივიდუალური შეფასების ანგარიში არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ” – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

სასამართლომ გამოითხოვა ინდივიდუალური შეფასების ანგარიში არასრულწლოვანი ბრალდებულების [დემეტრე ჩიქოვანის და ანა ნასყიდაშვილის] მიმართ – ამ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ჩამოთვლილი იყო კონკრეტული საფრთხეები, – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ითხოვდა შედარებით ლოიალურ სასჯელს ორივე ბრალდებულთან მიმართებაში.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ გამოითხოვა ინდივიდუალური შეფასების ანგარიში არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში არის დოკუმენტი, რომელშიც იწერება თუ რა საფრთხეები და რა საშიშროება მოდის საზოგადოებისთვის აღნიშნული ბრალდებულების მხრიდან, სასამართლომ და სახელმწიფომ რა იძულების მექანიზმები უნდა გაატაროს მათ წინააღმდეგ.

ამ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში იყო ჩამოთვლილი კონკრეტული საფრთხეები, რომელზეც ჩვენ, მხარეებმა კომენტარი გავაკეთეთ. ამის შემდეგ მოვითხოვდეთ სასჯელი. ბრალდების მხარე ითვალისწინებდა დაზარალებულის პოზიციას და უმაღლეს სასჯელს ვითხოვდით. დაცვის მხარე ითხოვდა შედარებით ლოიალურ სასჯელს ორივე ბრალდებულთან მიმართებაში. სასამართლომ გაიზიარა და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ბრალდებულებს შეუფარდა სასჯელის უმაღლესი ზომა“,- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო. ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ანი ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შემცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5.3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საავტომობილო მოძრაობა ბათუმში
  • “არ გამოვრიცხავ, რომ ამ მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს რუსეთს” – რას აცხადებს გიორგი ბარამიძე
  • “თბილისი – მეტრო გოცირიძესთან !!!…” – მოქალაქე ვიდეოს ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge