რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მათი ცნობით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს. ერთ-ერთი ცხედარი 31 მაისს, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ ხიდიდან გადამხტარ 50 წლამდე კაცს ეკუთნის, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, თბილისში დაკარგულ პიროვნებას.
ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
