Monday, June 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეკა გიგაური არ გამორიცხავს, რომ დაკავებული პოლიციელების რაოდენობა გაიზარდოს

June 1, 2026
ეკა გიგაური არ გამორიცხავს, რომ დაკავებული პოლიციელების რაოდენობა გაიზარდოს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა “ქართული ოცნების” მთავრობამ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდამსხმელი პოლიციელები კიდევ დააკავოს, რათა დასავლეთს დაანახოს, რომ ისინი ამ დანაშაულებს იძებენ.

ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ 5 პოლიციელი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბერი ალაპარაკდა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენება შეიძლება და კარგი იქნება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პოლიციელებს, რომლებიც პრო-ევროპული აქციის მონაწილეებს უსწორდებოდნენ, უნდა ეშინოდეთ, რადგან არავინ იცის “ვისზე გადატყდება ჯოხი”.

რატომ დააკავეს ის 5 პოლიციელი – იმიტომ, რომ მათ ეშინიათ, რომ კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ზოგიერთმა სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ამ სახელმწიფოების მოქალაქეები, შეიძლება აღძრან საქმე ზუსტადაც მათი ჩართულობის გამო წამებაში. 

იმისთვის, რომ ცალკე ქვეყანამ, ან ზოგადად საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმები გამოყენებული იქნას, რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს: 1. ეს უნდა იყოსო სისტემური, ანუ ერთ ან ორ ფაქტს არ უნდა ჰქონდეს ადგილი წამების. 2. ის არ უნდა იყოს გამოძიებული, ზუსტად ამიტომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი დაასანქცირა ბრიტანეთმა, მაგიტომ დასანქცირდა ეს კაცი, რომ პასუხისმგებელი იყო გამოძიებაზე და არ გამოიძია წამება და მაგნიტსკის სიაშიც ჩასვეს. 3. ის, რომ უნდა ჩანდეს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კონკრეტულ პირთა მიმართ, ამ შემთხვევაში იმ პირების მიმართ, ვინც მონაწილეობდნენ პრო-ევროპულ სანქციებში. 

ზუსტად ეს რომ არ მომხდარა და გამოძიებასაც რომ არ ჰქონდა ადგილი და ახლა უკვე ბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენება შეიძლება და კარგი იქნება და რეკომენდაციებიც არის მიცემული ქვეყნების მიმართ, ზუსტად ამიტომ ეს 5 კაცი დააკავეს. 

მე არ მგონია, რომ ეს იყოს საკმარისი. მე მგონია, კიდევ დაამატებენ, ჩემი ღრმა რწმენით, მიხვდებიან, რომ ეს არ არის საკმარისი. მე მგონია, რომ კი [მოუწევთ სხვა პოლიციელების დაკავებაც] იმიტომ, რომ მთავარი მიზეზი ჩემი აზრით, ეს იყო, ამიტომ ისინი შეეცდებიან დასავლეთი დაარწმუნონ, რომ ისინი იძიებენ. იმ პოლიციელებს, ვინც ამაში ჩართულები იყვნენ, ალბათ უნდა ეშინოდეთ ამ ყველაფრის, ვისზე გადატყდება ჯოხი კაცმა არ იცის,” – განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს – განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.

ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილი ხდება ბოლნისში დედის მიერ მოკლული ბავშვის ვინაობა – ვრცელდება ფოტო
  • სროლა ქვემო ფონიჭალაში – არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
  • ,,8 წლის ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა თვითმკვლეობას აპირებდა და გადარჩენა უცდია” – შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge