ბოლნისში მოკლული 8 წლის ბიჭის ბაბუა “ტვ პირველს” მომხდარის დეტალებს უყვება – პენსიონერი ამბობს, რომ რძალმა შვილის მკვლელობის შემდეგ დაზიანებები თავადაც მიიყენა.
კაცი ამბობს, რომ მის რძალს, 42 წლის სვეტლანა ახმადოვას შვილებისთვის ზიანი აქამდე არასდროს მიუყენებია.
პენიონერი ჰყვება, რომ მკვლელობის შესახებ შვილმა შეატყობინა, სახლში რომ მობრუნდა მოზარდი გარდაცვლილი, რძალი კი მძიმე მდგომარეობაში დახვდა.
„ჩემი შვილიშვილი ამ სახლში ჩემმა რძალმა მოკლა. არ ვიცი, რა მოხდა. აქამდე მას ბავშვებისთვის არასდროს მიუყენებია ზიანი. ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ფარუხი აღარ გვყავდა. სახლში რომ მოვედი, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. ჩემს რძალს კი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა.“- აცხადებს მოკლუილის ბაბუა.
მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს დადასტურებული არ არის.
არსებობს ვერსია, რომ 42 წლის ქალმა რვა წლის შვილს სასიკვდილო ჭრილობები მაკრატლით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა. მკვლელობის შემდეგ სვეტლანა ახმადოვამ თვითმკვლელობა სამზარეულოს დანით სცადა და მრავლობითი დაზიანება მიიყენა.
