ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის დროს სახლში სხვა მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ისინი TV პირველის ეთერში საუბრობენ.
„…მოკლულ ბავშვთან ერთად სახლში ქალის მცირეწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ” – ამბობს ადგილობრივი.
„ამბობენ, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა პირადად მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ძალიან კარგი ბავშვი იყო, არ ვიცი, რატომ მოკლა” – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
მკვლელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახალაჯვარში მოხდა. მოკლული ბიჭი ფარუხ ახმედოვია, დანაშაულში ბრალდებული ქალი კი – სვეტლანა ახმადოვა. ის დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
